ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა

07/08/2017

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ ქუთაისში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული მიკროავტობუსის ძარაზე განთავსებული იყო პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი​. მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტაცია.
შედგა შესაბამისი აქტი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შემოსავლების სამსახურს გადაეგზავნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0