ხე-ტყის უკანონო ჭრისა და, შემდგომში, სათანადო დოკუმენტაციის გარეშე მისი ტრანსპორტირების 8 ფაქტი გამოავლინეს

08/09/2017

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ახმეტის, გურჯაანის, ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, წიფლისა და რცხილას სახეობის მეორე ხარისხის ხე-ტყის უკანონო ჭრისა და, შემდგომში, სათანადო დოკუმენტაციის გარეშე მისი ტრანსპორტირების 8 ფაქტი გამოავლინეს.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0