ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია ძველ სენაკში მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში სრულდება ხიდ-ბოგირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხიდ-ბოგირი განთავსებულია სენაკი-ბანძა-ხონის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე. 10 მ. სიგრძისა და 3 მ. სიგანის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ინდ. მეწარმე დავით სიჭინავა აწარმოებს. სამუშაოებზე, რომლის ღირებულება შეადგენს 69 000 ლარს, დასაქმდა 35 ადგილობრივი მაცხოვრებელი. რეაბილიტაციის დასრულების შედეგად გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა და აშემცირდება მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საფრთხე.

Visited 220 times, 1 visit(s) today