ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს

21/10/2017

პირველი საინფორმაციო ბრიფინგი ცესკოში – როგორც ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას განუცხადა ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 სთ-იდან გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. დღეს ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0