ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში N2 საბავშვო ბაღის კეთილმოწყობა დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში N2 საბავშვო ბაღის კეთილმოწყობა დასრულდა. საბავშვო ბაღი, ხობი მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ გახსნეს. დღეიდან, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.
პროექტის შესაბამისად – შეიცვალა იატაკი, კანალიზაციისა და წყლის სისტემა, ელექტროგაყვანილობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მოეწყო პანდუსი, გარემონტდება სამზარეულო და სველი წერტილები, შემოიღობა ბაღი, მოეწყო სათამაშო მოედანი და განახლდა ინვენტარი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს. ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან, ბაღების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. 2013 წლიდან დღემდე აშენდა ერთი, ნაწილობრივ შეკეთდა 22 და სრულად კეთილმოეწყო 4 საბავშვო ბაღი.

Visited 217 times, 1 visit(s) today