ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

26/10/2017

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაო, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ დაათვალიერეს.
ბეტონის გზის და წყალსაწრეტი არხის მოწყობით სამუშაოს შპს „დაგი“ ახორციელებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 66410.40 ლარია. სამუშაო ნოემბერის დასაწყისში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0