ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 540 მეტრის მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი; დამონტაჟდება საგზაო ნიშნები; გზის გასწვრივ მოეწყობა ბეტონის მონოლითური არხები. სამუშაოებზე დასაქმებულია 15 ადამიანი. პროექტის ღირებულება 153 300 ლარს შეადგენს. სამუშაოები შესრულებულია 70%-ით. მიმდინარე სამუშაოები, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.
მიმდინარე წელს, ხამისკურში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა.
Visited 145 times, 1 visit(s) today