დავით სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

30/11/2017

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს ჟუჟანა ჯაკაბს შეხვდა. დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ქვეყნისა და გლობალური ჯანდაცვის სისტემის განვითარების პერსპექტივებზე, თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრის მიწურულს, გაწეული თანამშრომლობისთვის დავით სერგეენკომ ჟუჟანა ჯაკაბი მედლით დააჯილდოვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი თბილისში ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომის ფარგლებში იმყოფებოდა. საქართველომ კომიტეტის სხდომას თავმჯდომარის რანგში უმასპინძლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0