ხობის მუნიციპალიტეტში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია ხორციელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელი პირველი მაისის დამშრობი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 კილომეტრიან სადრენაჟე არხს. ნატანი მასისგან გაიწმინდა კოლექტორი და შემკრები არხები, მოეწყობა მილხიდები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელი პირველი მაისის 223 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე აღდგება სადრენაჟე მომსახურება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ბუკიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტი, რომლის ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს, მიმდინარე წელს დასრულდება. 2012 წლიდან დღემდე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრქუტურის 26 სარეაბილიტაციო პროექტი . გაიწმინდა და მოწესრიგდა 500 კილომეტრამე სადრენაჟე არხი. შედეგად, რეგიონში დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 19 000 ჰა-მდე გაიზარდა.

Visited 168 times, 1 visit(s) today