ხობში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

07/06/2017

ხობის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის ახალი ეტაპი დაიწყო:  ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საჯაკონიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი; მოეწყობა ლითონის ცხაურები და მილხიდები;
პროექტის ღირებულება – 88500 ლარია; სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. უახლოეს დღეებში პირველი მაისის და პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების კეთილმოწყობა დაიწყება: პატარა ფოთში: 3920 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი;
მოეწყობა ეზოებში შესასვლელები; პროექტის ღირებულება 1 მილიონ 118 ათასი ლარია; სამუშაოს შპს „პრაიმ ბეტონი“ განახორციელებს. პირველ მაისში: 2000 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი; მოეწყობა შესასვლელები და მილ-ხიდები; პროექტის ღირებულება 560 ათასი ლარია; სამუშაოს შპს „შარა-გზამშენი პირველი“ განახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0