ხობში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
ქალაქ ხობში მიმდინარეობს კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სკვერის, ცოტნე დადიანის ქ. N202-ზე მდებარე შენობის ფასადის, სკვერის, პანოს და დეკორატიული ღობის სარემონტო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის პანდუსების მოწყობა. პროექტს, რომლის ღირებულებაც 33997.13 ლარია, შპს „სავე 1974 SAVE 1974” ახორციელებს. სამუშაოზე 10 ადგილობრივია დასაქმებული.

Visited 217 times, 1 visit(s) today