ხობში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა

02/01/2024

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება დღეს ხობში გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ სკვერში მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო, მეწარმეების და კვების სივრცეები. პატარების განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს საჩუქრები დაარიგა სანტა კლასუმაც. საახალწლო ღონისძიება ხობში გიორგი მახარაშვილის, ნოდარიკო ხუციშვილის ბენდის და ჯგუფ “შერეკილების” კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა. ხობის შემდეგ, ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებები სამეგრელოს რეგიონში 4 იანვარს ზუგდიდში, 7 იანვარს კი ფოთში ჩატარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0