ხობში სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ხობში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 270 000 ლარს შეადგენს. ცენტრის მშენებლობის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნენ. სამშენებლო სამუშაოები დეკემბრის ბოლომდე დასრულდება. ცენტრის მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

Visited 94 times, 1 visit(s) today