ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესი 5 ივნისს დაიწყო და აგვისტოს დასაწყისში დასრულდება. სარემონტო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 66 277 ლარით ფინანსდება. დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ შესრულებულ სამუშაოებს. ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1950 წელს დაფუძნდა და ქ. ხონში, გურამიშვილის ქ. №3 მდებარეობს.
ხონის მხარეთმცოდენობის მუზეუმში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
21/07/2017