ხონმა პირველად საერთაშორისო არტ-რეზიდენციას უმასპინძლა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხონმა პირველად სახელოვნებო არტ რეზიდენციას უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში ხონის სამხატვრო სკოლაში ოთხი სხვადასხვა ქვეყნის არტისტი (საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, სლოვენიიდან, ლატვიიდან) ორი კვირის განმავლობაში ადგილობრივებს თავის გამოცდილებას უზიარებდნენ და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს ეცნობოდნენ. ხელოვანებმა ამ დროის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები საჩუქრად მუნიციპალიტეტს გადასცეს.
პროექტი გარდა იმისა, რომ ხელოვანებს ეხმარება მოიძიონ ახალი გარემო და სივრცე, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ შემოქმედებაზე და ზრდის კომუნიკაციას უცხო სოციუმთან, ასევე ხონის, როგორც ტურისტული პოტენციალის მქონე მუნიციპალიტეტის, პოპულარიზაციასაც ისახავს მიზნად.
გამოფენა ხონის კულტურის ცენტრში რამდენიმე დღე გასტანს და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
პროექტი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

Visited 170 times, 1 visit(s) today