ხონში გზების მოასფალტება გრძელდება

09/10/2017

ქალაქ ხონის შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები გრძელდება. დღეს შ.პ.ს. ,,ინდიგოს,, ტექნიკა ვაჟა- ფშაველას ქუჩაზე მუშაობდა. ასფალტის პირველი ფენის დაგების პროცესს დაესწრო ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ილია ყუფარაძე. ,, წელს ხონში უპრეცედენტოდ ბევრი ქუჩა მოასფალტდა. გამომდინარე იქედან, რომ თითქმის 5 ათეული წელია ხონში შიდა ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები არ განხორციელებულა, წელს პრიორიტეტად სწორედ ეს ინფრასტრუქტურული პროექტები მივიჩნიეთ. ზოგიერთ ქუჩაზე არც არასოდეს ყოფილა გზა ასფალტირებული და ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მათივე კეთილდღეობისათვის კეთდება,, – განაცხადა გელა ჩოგოვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0