ხონში ეკომიგრანტების პრობლემებზე იმსჯელეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებმა პროექტის ,, კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში,, ხონში შეხვედრა გამართეს. საიას ქუთაისის ფილიალის პროექტების დირექტორი ნოდარ ჯიქია და ორგანიზაციის ადვოკატი ზაალ გორგიძე მუნიციპალიტეტის გამგებელს ჯემალ მებუკესა და სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და ხონში მცხოვრები ეკომიგრანტების პრობლემების შესახებ ისაუბრეს. ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, გაზიფიცირება, სასმელი წყალი, ეკონომიკური საკითხები – ყველა თემაზე, განხორციელებულ ყველა პროექტსა თუ ღონისძიებაზე სტუმრებმა ამომწურავი პასუხები უშუალოდ სამსახურების ხელმძღვანელებისაგან მიიღეს .ჯემალ მებუკემ აღნიშნა, რომ მზად არის ნებისმიერ დროს , ნებისმიერ საკითხზე, ორგანიზაციასთან ითანამშრომლოს.

Visited 196 times, 1 visit(s) today