ხონში სასწრაფო დახმარების ახალი შენობა შენდება

09/10/2017

ხონში სსიპ სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობა დღეს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ილია ყუფარაძემ დაათვალიერეს. ადგილზე დასაქმებულების ინფორმაციით, მშენებლობა პრობლემების გარეშე კარგი ტემპით მიმდინარეობს და წლის ბოლოს ხონს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობა შეემატება. ,, ბოლო წლებში ხონში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და ეს პროცესი გძელდება. აქამდე , სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ცენტრი კლინიკა ,, ევექსის,, შენობაში იყო განთავსებული, საკმაოც მცირე ფართში, მოუხეხრხებელ პირობებში უწევდა მორიგე ბრიგადებს მუშაობა. ახალი წლიდან კი ექიმები, მედ პერსონალი და სხვა თანამშრომლები ახალ შენობაში განთავსდებიან და , მართლაც რომ საკმაოდ მძიმე და შრომატევად საქმიანობას , უკეთეს პირობებში განაგრძობენ- განაცხადა გელა ჩოგოვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0