ხონში ტრენინგ-სემინარების ერთკვირიანი ციკლი დაიწყო

20/06/2017

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ქალები სამართლიანობისათვის ,,ხონში ტრენინგ- სემინარების ერთკვირიანი ციკლი დაიწყო. პიროვნული განვითარება პოლიტიკაში ქალთა მაქსიმალური ჩართულობისათვის – ამ მიზნით ხონელ და წყალტუბოელ ქალბატონებს კვალიფიციური ტრენერები თვითმმართველობის საკითხებზე, პოლიტიკურ თემებზე, ლიდერულ თვისებებზე მიაწოდებენ ინფორმაციას .

,,ასეთი პროექტები და ტრენინგები მნიშვნელოვანია იმით, რომ ხდება ქალაქში თუ სოფლებში მცხოვრები ქალების აღმოჩენა,მათი მეტად გააქტიურება.მათში დიდია პოტენციალი,მაგრამ არსებობს პრობლემები,რაც იწვევს მათ ჩაკეტილობას.აღსანიშნავია რომ ახალი ხელისუფლების პირობებში დაძლეულია მძიმე ბარიერები ,როგორიცაა კარჩაკეტილობა, თავისუფალი აზრის გამოთქმა და შიში ,, – განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნათია ქევხიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0