ხულოში სახანძრო-სამაშველო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

08/09/2017

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ მალანიას ხელმძღვანელობით მუშაობა დილის 8-ის ნახევრიდან განაახლა. დღის ბოლომდე იგეგმება ხანძრის კერების სრული ლიკვიდაცია. დილის 6 საათიდან ცოცხალი ძალა რამოდენიმე მიმართულებით გაიშალა. სრულად ლოკალიზებულია ცეცხლის ყველა კერა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სამუშაოებში ჩართულია 500-მდე მეხანძრე-მაშველი და გდდ-ს თანმშრომელი. ასევე, სამუშაოებს აწარმოებს მძიმე ტექნიკა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების დაქსელვა და მიწის ნიადაგის დამუშავება. დილიდან მუშაობს 2 ვერტმფრენი. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, 3-4 დღის განმავლობაში მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდება ხანძრის სრული პერიმეტრის დამუშავება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0