ხულოში ხანძრის სალიკვიდაციოდ საგანგებო შტაბი შეიქმნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხულოში, შავნაბადას მთაზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელმძღვანელობს. შტაბის შემადგენლობაში არიან შშს-ს სამაშველო სამსახურის, აჭარის საგზაო დეპარტამენტის, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. ზურაბ პატარაძემ სამაშველო ვერტმფრენის საშუალებით ტერიტორია დაათვალიერა. ვერტმფრენის საშუალებით ასევე მოხდა მეხანძრეებისთვის დამატებითი საჭირო ინვენტარის მიწოდება. ოთხ ლოკაციაზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მეტყევეებთან ერთად იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო სამშაველო ბრიგადებისა და სატყეო სამსახურების 200-მდე თანამშრომელი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივებიც არიან ჩართულები.

Visited 220 times, 1 visit(s) today