აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მუნიციპალიტეტის გამგბელ სულხან ევგენიძესთან ერთად სოფელ ხუცუბნისა და სოფელ ქობულეთის საბავშვო ბაღები საზეიმოდ გახსნა. სტუმრების საპატივსაცემოდ საბავშვო ბაღებში კონცერტი გაიმართა. სოფელ ხუცუბანსა და სოფელ ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი სკოლამდელი დაწესებულებები აშენდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები და დარბაზები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. ასევე კეთილმოეწყო ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა. საბავშვო ბაღები 105 – 105 აღსაზრდელზეა გათვილი, სადაც 17 – 17 ადამიანია დასაქმებული. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ჯამში 874 000 ლარი დაიხარჯა. დღეის მდგომარეობით ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 20 საბავშვო ბაღი, სადაც 2 140 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას. საბავშვო ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულია 398 ადამიანი. 2013 წლიდან დღემდე ქობულეთში ჯამში გაიხსნა 10 საბავშვო ბაღი და არსებულ საბავშვო ბაღებში დაემატა 7 ჯგუფი, სადაც 1 130 ბავშვი იქნა მიღებული და 164 ადამიანი დასაქმდა. საბავშვო ბაღების საზეიმო გახსნა ქობულეთის მაჟრიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში გიორგი რომანაძე და საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.