ჯაბა სამუშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსთან ლევან თევზაიასთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს სამა მაზრაანის შეხვდა.
შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თვითმმართველობის პოლიტიკისა და 2015-2016 წწ. ბიჯეტის თაობაზე სამა მაზრაანის დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნულთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის წარმომადგენელის შეკითხვებს დეტალურად უპასუხეს.
დღესვე მხარეებმა თვითმმართველობის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის, საბიუჯეტო დეფიციტების, ასევე ბიუჯეტისა და ინფორმაციის გამჭირვალობის თაობაზე ისაუბრეს და ამასთან, ყურადღება თბილისისა და ევროპული ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებს შორის არსებულ განსხვავებებსა და თავისებურებებზე გაამახვილეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ყველა დასმულ შეკითხვას შესაბამისი პასუხი გაეცა.

Visited 164 times, 1 visit(s) today