ჯაბა ჯიშკარიანი სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი წევრი ჯაბა ჯიშკარიანი მთაწმინდის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა, მათი პრობლემები პირადად მოისმინა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.
მაჟორიტარის ბიუროს მოქალაქეებმა დახმარებისთვის რამდენიმე დღის წინ მიმართეს, პრობლემები ძირითადად ინფრასტრუქტურულ და მიწის ლეგალიზების საკითხებს ეხებოდა.
ჯაბა ჯიშკარიანი მოქალაქეებს უახლოებს მომავალში შესაბამის ინსტაციებთან შუამდგომლობას დაპირდა.

Visited 131 times, 1 visit(s) today