ჯანდაცვის პროგრამას ორი ახალი კომპონენტი დაემატა

13/12/2017

თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდ​ომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებს დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა 2018 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულ პრიორიტეტებზე ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 189 მლნ.539,5 ათასი ლარით, ჯანდაცვის პროგრამაში გათვალისწინებული პრიორიტეტებისთვის კი 47 მლნ. 694 ათასი ლარია განსაზღვრული.
კერძოდ: დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამას ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი, ხოლო ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამას ღვიძლის ტრანპლანტაციის კომპონენტი დაემატა. წარმოდგენილი ქვეპროგრამა ღვიძლის დაავადებების მქონე პირებისთვის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას მოიცავს.
ამასთანავე, გრძელდება ,,ც’’ ჰეპატიტის დიაგნოსტიკის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება და ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამებიც, ხოლო აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია გაზრდილი ოდენობით არის წარმოდგენილი.
რაც შეეხება სოციალური დახმარებების ღონისძიებების პროგრამებს, ამ მიმართულებით 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში 31 მლნ. 994,9 ათასი ლარი, აქედან სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებებისთვის კი 18 მლნ. 500 ათასი ლარია გათვალისწინებული.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, დეპუტატები ,,თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ დედაქალაქის საკრებულოს დადგენილების პროექტს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0