ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს – C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ ისაუბრა.
მისი განცხადებით, იმისთვის, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში მოქალაქე ჩაერთოს, საჭიროა ყველა შესაბამისი კვლევის პასუხი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და პირადობის მოწმობა C ჰეპატიტის მართვის ცენტრში (ფალიაშვილის 110) ან სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონულ ცენტრებსა და რეგიონულ ოფისებში წარადგინოს.
ბენეფიციარებმა, რომლებიც ჯერ არ არიან პროგრამაში ჩართულები, რეგისტრაციისთვის ასევე უნდა მიმართონ ზემოთხსენებულ დაწესებულებებს.

Visited 211 times, 1 visit(s) today