ჯანელიძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

25/09/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კომიტეტის სხდომის მონაწილეებს დიასპორის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო 9 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები წარუდგინა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს მიერ
• შემუშავდა სახელმწიფო სტრატეგია დიასპორის პოლიტიკასთან მიმართებაში
• ჩატარდა ქართული დიასპორის დღე
• ჩატარდა მაღალპროფილური დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოება
• გრძელდება პროგრამა „მომავლის ბანაკი“
• ფუნქციონირებს თანამემამულეების სტატუსის განმსაზღვრელი კომისია
• მომზადდა საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზა
• შემუშავდა წინა საროტაციო მოდულები დიასპორის საკითხებში
• საქართველოს საელჩოებში განისაზღვრა დიასპორის საკითხზე პასუხისმგებელი პირი
• გამოიცემა ყოველთვიური დიასპორული ბიულეტენი
• გრძელდება რეგულარული შეხვედრები დიასპორასთან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ
• გრძელდება თანამემამულეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა
• გრძელდება მუშაობა ეროვნული იდენტობის და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის
• გრძელდება დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0