ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს გრძელვადიან განვითარებაზე იმსჯელა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს გრძელვადიანი განვითარების ხედვის შემაჯამებელი განხილვა გამართა.
უნივერსალური ჯანდაცვა – ამ მიზნის შესასრულებლად, შესაბამისი ამოცანები და ნაბიჯები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ჯანმრთელობის დაცვის სფეროს გრძელვადიან ხედვაში (2030 წლისთვის) გაიწერა.
ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მნიშვნელოვან საკითხებსა და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე ორი დღის განმავლობაში, ბათუმში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, მისი მოადგილეები – დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე და კომიტეტის წევრები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად მსჯელობდნენ.
„ამ დოკუმენტის მიხედვით, უნდა განისაზღვროს ძირითადი პრიორიტეტები, ამოცანები და მიზნები მომავალი წლებისთვის“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ჯანმრთელობის დაცვის სფეროს გრძელვადიანი განვითარების ხედვა 2017-2035 წლებისთვის შემაჯამებელი შეხვედრის მონაწილეებს ექსპერტმა, აკაკი ლოჩოშვილმა გააცნო.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მისაღწევად ჯანდაცვის სისტემის ე.წ. ექვსი „სისტემური ბლოკის“:სამედიცინო მომსახურების; ადამიანური რესურსების; სამკურნალწამლო საშუალებებისა და ტექნოლოგიების; ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის;საინფორმაციო სისტემების;
ლიდერობისა და მმართველობის გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირებაა საჭირო.
„მიზანი უნივერსალური ჯანდაცვაა, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, პროდუქტებზე გამაღარიბებელი დანახარჯების გარეშე და ეფექტიანი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მეშვეობით, აქვს ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის ფუნდამენტური უფლების რეალიზაციისთვის, აქვს ხელმისაწვდომობა ხარისხიან ჯანდაცვით მომსახურებაზე“,- აღნიშნა აკაკი ლოჩოშვილმა.

Visited 124 times, 1 visit(s) today