ლანჩხუთში ჯიხეთის დედათა მონასტერთან მისასვლელ გზაზე ასფალტის დაგება მიმდინარეობს. გზის სარეაბილიტაცო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 991 873 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დაიწყო და 20 ნოემბერს დასრულდება.
ჯიხეთის დედათა მონასტერთან მისასვლელ გზაზე ასფალტის დაგება მიმდინარეობს
18/10/2018