“ჯონ კლუგეს” სახელობის პრიზზე ქართველი ნომინანტი პირველად წარსდგება

28/10/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა “კლუგეს პრიზზე” წარსადგენად, ქართველი პალეოანთროპოლოგი და არქეოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დოქტორი დავით ლორთქიფანიძე დაასახელა.
აშშ-ის „კონგრესის ბიბლიოთეკის“ (Library of Congress) მიერ დაწესებული ჯონ კლუგეს სახელობის პრიზი (John W. Kluge Prize for Achievement in the Study of Humanity) 2 წელიწადში ერთხელ გაიცემა და მსოფლიო მასშტაბით ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებიდან ერთი მეცნიერი ჯილდოვდება, რომელმაც კაცობრიობის ისტორიასა და განვითარებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა.
დავით ლორთქიფანიძის თაოსნობით განხორციელებულმა კვლევებმა სრულიად შეცვალა მანამდე არსებული წარმოდგენა ადამიანების განვითარებისა და მათი განსახლების შესახებ. მის სახელს უკავშირდება დმანისის არქეოლოგიურ გათხრებზე მუშაობისას 1,8 მილიონი წლის ასაკის თავის ქალების აღმოჩენა, რომლებიც ადრეული ჰომინიდების ნაშთებს მიეკუთვნება. დავით ლორთქიფანიძე არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი კვლევები გამოქვეყნებულია ისეთ ჟურნალებში, როგორიცა არის “Science” და “Nature”

Tweet about this on TwitterShare on Facebook0