„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

22/03/2017

კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ (GWP)“ ინიციატივით გამართული კამპანიის “დაზოგე წყალი” ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა, წყლის მოხმარების ჩვევებთან დაკავშირებით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, გარემოსა და წყლის რესურსებზე ზრუნვის წახალისება და მასზე მავნე ზემოქმედების შემცირება.
საქართველოს განათლების ისტორიაში, ანალოგიური თანამშრომლობა უპრეცედენტოა და იგი არაერთ საინტერესო კონკურსსა და ღონისძიებას ითვალისწინებს, რაც მოსწავლეთა ცნობიერებას აამაღლებს, მათ ბუნების, წყლის რესურსების სიყვარულსა და მის გაფრთხილებას ასწავლის.
დოკუმენტზე ხელმოწერა 117-ე საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ასევე მოეწყო #დაზოგეწყალი უპრეცედენტო ეროვნული საგანმანათლებლო კამპანიის პრეზენტაცია, რომლის საპილოტე პროექტი ვარკეთილის რაიონის 16 სკოლაში 3 თვის განმავლობაში არასამთავრობო ორგანზიაცია „ეკოხედვასთან“ ერთად განხორციელდება. ღონისძიებაში მონაწილეობა დედაქალაქის მერმა და ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრმა მიიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0