„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საბურთალოს რაიონში, წყალსადენის მაგისტრალზე, დღეს საღამოდან, გადაუდებელ სამუშაოებს ატარებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, დღეს საღამოდან, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებს.

კომპანიის ცნობით, ავარიულად დაზიანდა იყალთოს გორაზე გამავალი მაგისტრალური მილი.

ადგილზე იმყოფებიან კომპანიის ტექნიკური ბრიგადები, რომლებიც ფარული დაზიანების საძიებო სამუშაოებს ატარებენ.

ამ ეტაპზე, წყალმომარაგება უკვე შეეზღუდა საბურთალოსა და ვაკის რაიონების გარკვეულ ქუჩებს, კერძოდ:

პეკინისა და ჭავჭავაძის გამზირების ნაწილს, დოლიძის, სიმონ ჩიქოვანის, იყალთოს, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ლიხაურის, კოსტავას, ალექსიძის, ირაკლი აბაშიძის, ბარნოვის, მელიქიშვილის, კეკელიძის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, ერისთავის, ბაზალეთის, მცხეთის, შარტავას, მარაბდის, ტ.ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძის, პეტრიაშვილის და ატენის ქუჩებს.

წყალმომარაგების აღდგენის დროს კომპანია, მომხმარებელებს დამატებით აცნობებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის თაობაზე ინფორმაცია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით, უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 293 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.

Visited 223 times, 1 visit(s) today