ჰიდროენერგეტიკის განვითარება სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებთან ერთად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს

25/10/2017

,,ჰიდროენერგეტიკის განვითარება სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებთან ერთად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო მდიდარია ჰიდრო და სხვა განახლებადი ენერგიების რესურსებით. ჩვენი მთავარი მიზანია, ადგილობრივი რესურსების მაქსიმალური გამოყენება და ათვისება, პროექტების ეკონომიკური სარგებლიანობისა და გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინებით. სამინისტრო ხელს უწყობს ჰიდრო, თბო, მზის და ქარის ელექტროსადგურების პროექტების განვითარებას, პარალელურად მუშაობს მდგრადი განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე, საიმედო და ეფექტურ გადამცემ სისტემაზე, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო როლის გაზრდას. ამავდროულად ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთნ“-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0