​ანა დოლიძე საკონსტიტუციო საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

27/08/2017

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ყაზახეთში საკონსტიტუციო საკითხებზე დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ,,კონსტიტუცია და საზოგადეობისა და ხელისუფლების მოდერნიზაცია” ასტანაში 29-30 აგვისტოს გაიმართება.
ანა დოლიძე კონფერენციას ყაზახეთის საკონსტიტუციო საბჭოს მიწვევით დაესწრება, რომელიც ვენეციის კომისიასთან ერთად ორგანიზებას უწევს აღნიშნული კონფერენციის ჩატარებას

Tweet about this on TwitterShare on Facebook0