​პრეზიდენტი ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახლადაგებულ ტაძარში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო

09/06/2019

ახალ ტაძარში, პირველი წირვა მღვდელმთავრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლენა. წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო. 2012 წელს დაუსრულებელ ეკლესიაში პირველად ნინოობის საზეიმო წირვა – ლოცვა აღევლინა. 2014 წლის დეკემბერში კი, გადაიხურა გუმბათი და აღიმართა ჯვარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0