​საქართველოს პრეზიდენტმა 175 პირი შეიწყალა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 175 მსჯავრდებული. ამათგან 122 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, მათ შორის 12 ქალბატონი; დანარჩენ 53 მსჯავრდებულს, რომელთაგან 2 ქალბატონია, შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით.
„შეწყალების საკითხთა კომისია მუშაობდა 2016 წლის 13 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით და შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც მიაწოდა პრეზიდენტს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ დღეს, 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 175 მსჯავრდებული, რომელთაგან 14 ქალბატონია“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.
პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

Visited 141 times, 1 visit(s) today