​საქართველოს პრეზიდენტმა ტალინში კონცეპტუალური შემოქმედებითი ცენტრი ,,ტელისკივის შემოქმედებითი ქალაქი” დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტალინში “ტელისკივის შემოქმედებით ქალაქს” ეწვია. “ტელისკივიში” საქარათველოს პრეზიდენტს ცენტრის დამფუძნებელმა იანუს იუსმა უმასპინძლა და სალომე ზურაბიშვილს “ქალაქის” მუშაობის სპეციფიკა გააცნო. ​მისი განცხადებით, “ტელისკივის კრეატიული ქალაქი” ესტონეთში ყველაზე დიდ, კონცეპტუალურ შემოქმედებით ცენტრს წარმოადგენს, რომლის ტერიტორიაზე განლაგებულია სხადასხვა შესაბამისი სფეროს კრეატიული კომპანიები, სტარტაპები, სტუდიოები, რესტორნები და ესტონური დიზაინის მაღაზიები. “ტელისკივის კრეატიული ქალაქის” სივრცე მასპინძლობს არაერთ კულტურულ და ბიზნეს ღონისძიებას და ყოველწლიურ თემატურ ფესტივალებს. ის წარმოადგენს ტალინის მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის თავშეყრის მეტად პოპულარულ ადგილს. კრეატიული ცენტრის გაშენება ყოფილი ინდუსტრიული კომპლექსის ტერიტორიაზე 2007 წელს დაიწყო. დღეს ეს ადგილი კულტურისა და ბიზნესის შერწყმის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს წარმოადგენს. “ტელისკივიში” დაახლოებით 250- მდე კომპანიაში 1500-მდე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელია დასაქმებული, მათ შორის, ესტონური სტარტაპების დამაარსებლები და დიზაინერები. ყოველწლიურად, ცენტრი 600-მდე კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობს.

Visited 82 times, 1 visit(s) today