​საქართველოს პრეზიდენტმა ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშნა

12/12/2017

გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნული ელჩი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ელგუჯა ხოკრიშვილს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ელგუჯა ხოკრიშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 8 იანვრიდან შეუდგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0