09 ნოემბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

09/11/2019

2019 წლის 9 ნოემბერს, დღესასწაულ „ჭიათურობა 2019“-თან დაკაშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილია ღონისძიებების გამართვა. რის გამოც, 2019 წლის 8 ნოემბერს 00:00სთ-დან 2019 წლის 9 ნოემბრის 00:00სთ-მდე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ68 მონაკვეთზე (ნინოშვილის ქუჩა, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან სსიპ ჭიათურის №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიამდე), ნაწილობრივ, სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლზე, შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0