1 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 289 ფაქტი გამოვლინდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 289 ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტი ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით ახდენს.
ივლის-აგვისტოს თვეებში გამოვლენილი სამართალდარღვევების ძირითად ნაწილს, მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების შემთხვევები შეადგენს – 195 ფაქტი. ამავე პერიოდში გამოვლინდა სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების 61 ფაქტი, ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურების 12 ფაქტი, ცხოველის სხეულის ნარჩენებით, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვისა და სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის 21 ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენას.

Visited 145 times, 1 visit(s) today