1-ლი აპრილიდან ქვეყანაში საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

1-ლი აპრილიდან ქვეყანაში საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. გიორგი ქობულიას ინფორმაციით, გარანტიის დაფარვის დონე – ინდივიდუალურ სესხზე 70%, პორტფელის ანაზღაურების ლიმიტი 10% იქნება.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მოხდება ეკონომიკის დამატებითი დაკრედიტების ხელშეწყობა და ბაზრის ჩავარდნების აღმოფხვრა, რაც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში.
საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის თანახმად, მსესხებელი მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება საქმიანობის სახეებით: წარმოება და გადამუშავება, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ტრეინინგ ცენტრები, სერვისების ექსპორტი, გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობა, R&D, სასტუმროების სექტორი.
სქემის ფარგლებში შესაძლებელი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ზრდა 250 მილიონი ლარით.

Visited 142 times, 1 visit(s) today