1 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის დამატებითი საკითხები განსაზღვრეს

30/11/2017

ბიუროს სხდომაზე 30 ნოემბერი – 1 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის დამატებითი საკითხები განსაზღვრეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, უკვე არსებული დღის წესრიგის საკითხებს დამატებით 8 კანონპროექტი და მათგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტები დაემატება. კერძოდ, კი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტები და სხვა.
ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს, რომლებიც კანონპროექტების განხილვის ვადების გაგრძელებას შეეხებოდა. ბიუროს წევრებმა წარმოდგენილ მოთხოვნებს კენჭი უყარეს და მათი ვადების გაგრძელებას მხარი დაუჭირეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0