1 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

01/09/2019

ვერძი
ჩაიწერეთ ახალი იდეები, გეგმები, ვისთან ერთად გსურთ მომავალში მუშაობა. საღამოს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღებთ პასუხებს.

კურო
ნუ აქცევთ ყურადღებას სხვების ნათქვამს. ისე იმოქმედეთ, როგორც გული გიკარნახებთ. დაიცავით თქვენი უფლებები. იბრძოლეთ მიზნების განხორცილებისთვის.

ტყუპი
საყვარელ ადამიანს მეტი თავისუფლება უნდა მიანიჭოთ. მისთვის თქვენთან ურთიერთობა სიამოვნების მომნიჭებელი უნდა იყოს და არა საქმეების გარჩევის.

კირჩხიბი
დამატებითი ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება მოგიწევთ. დაუმტკიცეთ გარშემო მყოფებს, რომ ერთი შეცდომის გამო თქვენი გზიდან ჩამოცილება შეუძლებელია.

ლომი
ჩამოწერეთ იმ საქმეების სია, რაც ფინანსურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. კარგი დღეა სტუმრების მისაღებად, ოჯახური დღესასწაულის მოსაწყობად.

ქალწული
დღე სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ, კომფორტულ გარემოში დაისვენეთ, მომავლის გეგმები დააწყვეთ. ფინანსური საქმეების გამო მეგობრებთან ურთიერთობას ნუ გაიფუჭებთ.

სასწორი
შეიძლება ვერ მიხვდეთ რას საქმიანობენ ან აკეთებენ ადამიანები და ამის გამო ნუ გაბრაზდებით. ღიმილით ისაუბრეთ და კარგად გაიგეთ, რას ამბობს ოპონენტი ან რა სურს თქვენგან.

მორიელი
ადამიანს, რომელსაც სირთულეები შეემთხვა, დახმარებაზე უარს ვერ ეტყვით. თუმცა, ნურც ისე მოიქცევით, რომ სხვას შესწიროთ თქვენი ფინანსები და თავისუფლება.

მშვილდოსანი
დატკბით თავისუფლებით, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მოშურნეებს და მათ, ვინც მუდმივად ცხვირს ყოფს თქვენს საქმეებში.

თხის რქა
შენ დაიმსახურეთ დასვენება, სიმშვიდე. სასურველია, ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავროთ. თუ ძალიან მოგეწყინებათ, სამომავლო საქმიანობის გეგმა ჩამოწერეთ.

მერწყული
სტიმული გჭირდებათ და ეს შეიძლება კონფლიქტიც კი იყოს. გაერკვიეთ საკუთარ თავში, სურვილებში, როგორ გაიუმჯობესოთ ცხოვრება. იქნებ, შემოსავლის ახალ წყაროს მიაგნოთ?..

თევზები
საინტერესო და აქტიური დღე გელით. თქვენ კარგი ორგანიზატორული ნიჭი გაქვთ და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა საღამოს ოჯახური წვეულების მოსაწყობად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0