ზურაბ პატარაძემ მუსლიმ მრევლს რამადან ბარიამი მიულოცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმის მთავარ მეჩეთში რამადან ბაირამის დღესასწაული აღინიშნა. მუსლიმან მრევლს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად მიულოცა. “მინდა გულწრფელად მივულოცო ჩვენს მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამის დღესასწაული. ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებას, სიყვარულს , სიკეთეს. თითოეული მათგანი ერთი თვის განმავლობაში ლოცულობდა ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე, ჩვენი შვილების მომავალზე, ჩვენს წარმატებაზე. დღეს აქ იმყოფებიან ჩვენი უხუცესები. ვუსურვებ მათ დიდხანს სიცოცხლეს” – აღნიშნა მილოცვისას ზურაბ პატარაძემ. რამადან ბაირამის დღესასწაული 30-დღიანი მარხვის დასასრულს ეძღვნება და სამი დღე გრძელდება. ამ დღეს მუსლიმანი მორწმუნეები ერთმანეთს ბაირამს ულოცავენ და წინაპრების საფლავების მოსანახულებლად მიდიან.

Visited 172 times, 1 visit(s) today