დავით სერგეენკომ მინდელის შახტში დაშავებულები მოინახულა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულები თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მათ მინისტრი დავით სერგეენკო პირადად დახვდა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან მიიღო. “ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია, მათ რეანიმაციული მკურნალობა სჭირდებათ, დანარჩენები, საბედნიეროდ, საშუალო სიმძიმის არიან. ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადაარჩინონ”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ამ დროისთვის, დამწვრობის ცენტრში სულ 4 პაციენტია გადაყვანილი. ამ წუთებში მიმდინარეობს ტრავმული პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი. თავდაპირველად, პაციენტების ჰოსპიტალიზაცია რაიონულ კლინიკაში განხორციელდა. მოგვიანებით, დაშავებულთაგან 1 ბინაზე გაეწერა, ხოლო 5 – მკურნალობის გასაგრძელებლად თბილისში გადმოიყვანეს. მინდელის შახტში ვითარებას სწავლობს შრომის ინსპექტორთა ჯგუფი. მოკვლევის შედეგები უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი.

Visited 161 times, 1 visit(s) today