10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„საინტერესო და ყოვლისმომცველი პრეზენტაცია იყო“, – ასე შეაფასა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ანგარიში, რომელიც მან მინისტრის საათის ფორმატში გააცნო დეპუტატებს და მოსახლეობას. პაატა კვიჟინაძის თქმით, 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც საქართველოს აქვს.

„ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი – 2,7%, მთავრობის ვალი – 40%-ზე ნაკლები, საერთო ინვესტიციები 18 მლრდ-ზე მეტი, ლარის კურსი – 2, 60-ზე ნაკლები. ფინანსთა მინისტრს არ უთქვამს, მაგრამ საერთაშორისო რეზერვები 4 მლრდ 700მლნ დოლარზე მეტია. როცა ამ მაჩვენებლებს ისმენ, ეს უკვე ამბობს ყველაფერს ეკონომიკაზეც და ფინანსთა სამინისტროზეც“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

მან პანდემიის პერიოდში მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა გაიხსენა.

„ბიუჯეტი დეკემბერში იყო მიღებული და თებერვალში დაიწყო პანდემია, რასაც მოჰყვა ე.წ. ლოკდაუნები, ეკონომიკა ჩამოვარდა თითქმის 7%-ით, რამაც გამოიწვია შემოსავლების შემცირებაც. მეორე მხრივ, გაიზარდა ხარჯები: ბიზნესის დახმარება, ჯანდაცვის სისტემის ღონისძიებები და ა.შ. ამან გამოიწვია ის, რომ სახელმწიფოს მოუწია დიდი რაოდენობით ვალის აღება. მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით 60%-ზე ავიდა ვალები და ბიუჯეტის დეფიციტი, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში, 9%-ს გასცდა და ამ ყველაფრის შემდეგ 2021 წელს მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს მუშაობით 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავედით, ბიუჯეტის დეფიციტი 6%-ზე ჩამოვიდა და სახელმწიფო ვალი 50%-ს ჩამოსცდა, ხოლო 2022 წელს პანდემიის გავლენის კვალიც კი გაქრა. რაც იშვიათი შემთხვევაა მსოფლიოს მასშტაბით”, – განაცხადა კვიჟინაძემ.

Visited 21 times, 1 visit(s) today