100%-იანი დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რომ ფარული ჩანაწერები არ გავრცელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 100%-იანი დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რომ ფარული ჩანაწერები არ გავრცელდება. მან ჟურნალისტებთან საუბარში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების დაანონსებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი საკითხები ურთულესი თემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.

“ამაზე გუშინაც ისაუბრა ჩემმა მოადგილემ, ბატონმა ლევან იზორიამ. ეს ურთულესი თემაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის დიდი ქვეყნები… ვერავინ ვერ იტყვის, რომ გავრცელდება ან არ გავრცელდება. იმედი გვაქვს, ეს არ მოხდება, თუმცა 100%-იანი დარწმუნებით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ არ გავრცელდება”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

როგორც მან აღნიშნა, თუკი რაიმე გავრცელდა, პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს და ამ პროცესში მისი უწყებაცაა ჩართული.

“ჩვენ რა თქმა უნდა ვეხმარებით. ჯგუფია სპეციალური შექმნილი, სადაც შსს არის, ჩვენც ვართ. მაქსიმალური გავაკეთეთ და ვაკეთებთ. ასევე ჩართული გვყავს ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, ისეთი, როგორიც არის ამერიკა, ბრიტანეთი. მათი პროფესიონალები ამ მიმართულებთ. თამამად შემიძლია ვთქვა, ყველა ნაბიჯი, რაც გადაიდგა პირველივე დღიდან, მათი შეფასებით იყო სწორად გადადგმული”, – განაცხადა გომელაურმა.

Visited 192 times, 1 visit(s) today