“100 წელი თავისუფლების გზაზე“, – ასე ერქვა წარმოდგენას, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
1918 წლიდან დღემდე, საქართველოს ისტორის ფურცლებს უამრავი ადამიანის სახელი, ფაქტი და მოვლენა ახსოვს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები, კირიონ მეორე, ამბროსი ხელაია, ქაქუცა ჩოლოყაშვილი და შეფიცულთა რაზმი, ცისფერ ყანწელები, გენერალი მაზნიაშვილი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია,- ეს იმ საზოგადო მოღვაწეთა არასრული ჩამონათვალია, რომელებიც საქართველოს დამოკიდებლობის მოსაპოვებლად მოვიდნენ მიწაზე და ამავე იდისთვის ბრძოლაში დათმეს სიცოცხლე.
სწორედ ამ ასწლოვანი ბრძოლისა და რწმენის შესახებ მოგვითხრო წარმოდგენამ, რომელშიც ბოლნისის მუნიციპალური თეატრის არტისტებთან ერთად, ფოლკლორული ანსამბლები: “ბოლნელა“, “ორბელი“, “სიონი“, ქორეოგრაფიული ანსამბლები: “სიონი“ და “თამარიონი“ იღებდნენ მონაწილეობას.