24 მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებს კიდევ 5 მუნიციპალიტეტი დაემატა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

24 მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებს კიდევ 5 მუნიციპალიტეტი დაემატა: კასპი, მცხეთა, საგარეჯო, წყალტუბო, ხაშური
სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი ცვლილებებით, სამიზნე მუნიციპალიტეტების რაოდენობა 24-დან 29-მდე გაიზარდა. პროგრამაში ჩაერთვებიან აღნიშნული 29 მუნიციპალიტეტის – წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, მცხეთის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, საგარეჯოს, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს – ის დასახლებები, რომლებზეც ვრცელდება „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება
მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში, პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მთელ რიგ დახმარებებს, მათ შორის ტექნიკისა და სათიბ-საძოვრების გადაცემას მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობისათვის. ეს არის 2-წლიანი პროგრამა, რისთვისაც სახელმწიფო გამოყოფს 6 მილიონ ლარს
პროგრამის ფარგლებში:
· მოხდება წვრილი ფერმერების კოოპერაცია, ხელი შეეწყობა ინფრასტრუქტურისა და გადამმუშავებელი სიმძლავრეების შექმნას;
· მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბებისა და საძოვრების ათვისება და ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა.
· შეიქმნება რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო და თანამედროვე ტექნოლოგიებით იწარმოება მაღალი ხარისხის რძის პროდუქტები;
· პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბები და საძოვრები გრძელვადიანი იჯარით გადაეცემათ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში აქვთ არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული;
· პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რძისა და ხორცის წარმოებისათვის მაღალპროდუქტიული ჯიშების ფურების (უშობლების) შესყიდვა, რომლებიც 10%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა კოოპერატივებს.

Visited 183 times, 1 visit(s) today