გარდაბანში გარე განათების ახალი სისტემის ე.წ დიოდური ნათურების მოწყობა დასრულდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ გარდაბანში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალ სამგორში, ლემშვანიერასა და ნაგებში გარე განათების ახალი სისტემის ე.წ დიოდური ნათურების მოწყობა დასრულდა.
ქალაქ გარდაბანში, ცენტრალურ ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიცვალა 414 ნათურა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ბიზნეს ენერგია +“ – მა 293 000 ლარად შეასრულა.
სოფელ ლემშვენიერაში და ნაგებში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, რეაბილიტირდა და ახალი დიოდური სანათები დამაგრდა 181 ბოძზე. რაც შეეხება ახალ სამგორს, პროექტის მიხედვით აქ 160 ლედ სანათი დამონტაჟდა. სამივე სოფელში სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ქსელმშენმა“ 437 980 ლარად შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტიპის LED სანათების ძირითადი უპირატესობა ენერგოეფექტურობაა, რაც ელექტროენერგიის ხარჯს 70-80 პროცენტით დაზოგავს.

Visited 222 times, 1 visit(s) today